სავენახო
შორეული წარსულიდან მოყოლებული ვაზი ღვთებრივ - მზის მცენარედ ითვლებოდა. ჩვენი წინაპრების წარმოდგენით, ის იყო "სიცოცხლის ხე". IV საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინო საქართველოში მოდიოდა, მას თან ვაზის ჯვარი მოჰქონდა. ჯვარი ვაზისა ნინოს თავისი თმებით შეუკრავს. ამ ჯვრით უნდა დაელოცა მას ხალხი, უნდა დაენერგა ახალი რწმენა - ქრისიანობა.
დემეტრე მეფეს (1125-1154 წწ.), ბერობაში - დავით აღმაშენებლის
(1089-1125) ძეს ეკუთვნის ცნობილი საგალობელი "ქება ღმრთისმშობლისაი"
("შენ ხარ ვენახი"), რომელშიც განსაკუთრებულად თვალნათლივ ჩანს სიმბოლურ-ალეგორიული კავშირი საქართველოს მფარველს-მარიამ ღვთისმშობლისადა ვაზს შორის.
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთლი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებულუ
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული
ყურძემნა თქვა "მეც ხილი ვარ",
ყველა ხილზე უკეთსი,
ყველა ხოლზე გვიან მოვალ,
ესეთია ჩემი წესი.
გაზაფხულს ყვავილს დაგიყრუ
ზაფხულს ხომ ჩამოვშავდები,
ზამთარში ხილთა გმირი ვარ
შამჭამ და პირში დავდნები.
შემოდგომა რო ჩამოვა,
სულ დავიწვი და დავდნები.
დამეხვევიან ქალები,
კალათაში ჩამკრეფამენ,
ვენახიდან წამიღებენ,
საწნახელში ჩამწნეხამენ,
ჯეელ-ჯეელი ბიჭები
ამსრესამენ, ჩამსრესამენ,
აჰყვებიან, დაჰყვებიან,
ჭურში ჩამაჩუხჩუხებენ,
ჩავალ და ცოტას დავიცდი,
უცეცხლოდ წამოვდუღდები,
ამომიღებენ, დამლევენ,
ცოცხალს და მკვდარსაც ვიხდები,
მეტყვიან მრავალჟამიერს,
ღმერთსაც კი აუხირდები".
ვაზო, შვილივით ნაზარდო,
ულვაშებ გადგიგრეხია,
ჩაკონებიხარ ჭიგოსა,
შუაზე გადგიგრეხია
იმერეთში ეს ლექსი ვენახის გათოხნის დროს სრულდება:
ვაზო, შვილივით ნაზარდო,
მოვკვდები მე შენ ძირშია,
შენით ვარ მხნე და გულადი,
იმედით გასაჭირშია.
როგორც ვხედავთ, ვაზის მოვლა-პატრონობაში ქართველი გლეხი იმდენ შრომასა და ოფლს ღვრის, რომ მას საკუთარ შვილს ადარებენ.
უნდა წავიდე ჯავახეთს,
შემ მენანები, ვენახო,
ყველამ გზა დამოლოცევით,
ვისაც რომ თვალით ვენახო.
ათასი ფერის გამჩენო,
ტანაშოლტილო ხეხილი,
ნაკურთხო რქაცრემლიანო,
ვაზო თავგადაგრეხილო,
სულ ასე აყვავებული
და დახუნძლული მეხილო.
ველისციხის ღვინოები
შავი არის და სქელია
იმის დამთვრალი კაცებითკბილსა ხმაზედა მღერიან.
გენაცვალე ვაზის ძირო, შე ბრუნდე და შე ლამაზო,
მინამ პირში სული მიდგა, შენი ძირი ვალამაზო,
ცოცხალი შენ შემინახე, მკვდარიც უნდა მალამაზო.
ზოგიერთი ლექს-სიმღერა გარკვეული დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა. მაგალითად, "ჰერი ოკა, ჰერი ოკა" ითქმებოდა ყურძნის დაწურვისას:
ჰერი ოკა, ჰერი ოკა!
მართალია, ჩემმა მზემაო...
ჰერი ოკა, ჰერი ოკა!
ქვევრებს პირი გადუხენოთო...
ჰერი ოკა, ჰერი ოკა!
ერთი ქვევრი გადაავსეთო...
ჰერი ოკა, ჰერი ოკა!
ახლა სხვებსა მოხსენთ თავიო...
ჰერი ოკა, ჰერი ოკა!
ქვევრებს პირო გადულესეთ...
ჰერი ოკა, ჰერი ოკა!...
ამ ლექსში თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი ის საქმიანობები, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს ყურძნის წურვისას.
ზოგიერთი სავენახო სიმღერა დამრიგებლურია - ისინი ადამიანის ღვინის სმის წესს ასწავლიან.
ღმერთო, ღმერთო დიდებული,
გამჩენო ყურძნისამაო,
ზედ ხუნძლავ ძვირფგასს მარგალიტს,
თითონ ძირი აქვს ხისაო,
ჭკვიანი კაცი არ დალევს
მისგან გამოხდილ ტკბილსაო,
თუ დალევს, ფეხებს გაჭიმავს,
ვერ გავა ბეწვის ხიდსაო.
როცა ბუტბუტსა დაიწყებს,
თუმცა არ მოგჭრის კბილსაო,
მაინც ბევრის სმას ერიდე,
თორემ გაგაფრთხობს ძილსაო.
როდესაც დავაჟკაცდება,
დაემსგავსება დინჯსაო,
ზომაზე შეეჯეიბრევი,
თორემ აგირევს ტვინსაო!
წყანწყარასავით გახტუნებს,
მთლად დაგამსგავსებს გიჟსაო,
ხან აქეთ გტყორცნის, ხან იქით,
წუმპეში ამოგსვრისაო.
Комментариев нет:
Отправить комментарий