суббота, 22 февраля 2014 г.

ღვინის წარმოება
ღვინო — ალკოჰოლური სასმელი წარმოებული, ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავისშავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.

ეტიმოლოგია

ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.).
სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა ”ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნა ”ღვივილი”-იდან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - ”ღვ” - წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. შესაბამისად: დუღილის, უფრო ღვივილის შედეგად მიიღება. ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვო - ღვინო.

Комментариев нет:

Отправить комментарий